“ლევან ხაბეიშვილი თავისი ბუნებით ჩეჩმას დირექტორია…ცარიელი თუთიყუშების დრო დადგა, რომლებსაც თავში ერთი კი არა, ნახევარი უჯრედიც არ უდევთ …” – ირმა ინაშვილი 

ირმა ინაშვილი: მართლა, რა დრო დადგა ამ ქვეყანაში… ცარიელი თუთიყუშების დრო, რომლებსაც თავში (პრინციპში) ერთი კი არა, ნახევარი უჯრედიც არ უდევთ.

? უკვე მეორე სატელევიზიო გადაცემაში მახსენებს ლევან ხაბეიშვილი და აშკარად ვიღაცის დავალებით, თუთიყუშივით იმეორებს წინასწარ დაზეპირებულ ტყუილს: აი, მე ხომ ინაშვილის პარტია არა ვარ, რომ ფეხზე დავიკიდო ევროსასამართლო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები და ა.შ.
ძალიან მაინტერესებს, ამ ერთუჯრედიანმა ცილისმწამებელმა სად მოისმინა ან წაიკითხა, რომ მე “ფეხზე დავიკიდე” ან ევროსასამართლოს და ან სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები?! ვერსად წაიკითხავდა და მოისმენდა, რადგან მსგავსი რამ არასდროს მითქვამს არც მე და არც ჩვენი პარტიის ლიდერებს.
მართლა, რა დრო დადგა ამ ქვეყანაში… ცარიელი თუთიყუშების დრო, რომლებსაც თავში (პრინციპში) ერთი კი არა, ნახევარი უჯრედიც არ უდევთ.
ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობაზე ვაცხადებ პრეტენზიასო. აი, ეს არაა ახლა კიდევ ერთი, ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნაცმოძრაობა არ არსებობს, სრული ჰაერი და სიცარიელეა?
ლევან ხაბეიშვილი თავისი ბუნებით ჩეჩმას დირექტორია. ნუთუ ვერ ხვდება ამას, თუნდაც, ის ხუთასი წევრი, რომელიც ნაცმოძრაობას შერჩა?

ირმა ინაშვილი, პოლიტიკოსი; სოციალური ქსელი