მიხეილ დაუშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ცდილობენ, თავიანთი ოლიგარქები დაიცვან

„ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ სურთ, ოლიგარქი, ფორმალური მმართველი, თუ რასაც დავარქმევთ, დაიცვან მათ მიერ ინიცირებული კანონებით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რაც არ უნდა კარგი იყოს ცალკე აღებული კანონი, ეს დეოლიგარქიზაციას ვერ უზრუნველყოფს.

„დეოლიგარქიზაციისთვის აუცილებელია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა — ეს არის სასამართლოს, პროკურატურისა და საგამოძიებო სისტემის გათავისუფლება გავლენის ჯგუფების გავლენებისგან. მგონია, რომ ორივე მხარე ცდილობს, თავისი ოლიგარქების დაცვას. ეს არის მანდ მთავარი შინაარსი — „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „ქართულ ოცნებასაც“ სურთ, თავიანთი ოლიგარქი, ფორმალური მმართველი, თუ რასაც დავარქმევთ, დაიცვან მათ მიერ ინიცირებული კანონებით“, – აღნიშნა დაუშვილმა.