ქალბატონი ჯიშკარიანი მე მგონია რომ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო მეტად აქტივისტია. ეს ქალბატონი რაღაც ორგანიზაციის წარმომადგენელია, დაკავების პირველი დღიდან ყოველდღე ამბობს, რომ აი, ცუდად არის, აი, დასკვნები გვაქვს, ექსპერტული დასკვნები, მაგრამ კონკრეტული არაფერი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა ცენტრ „ემპათიასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
„რამდენი ექიმი ჩამოიყვანეს, – დადონ დასკვნა კონკრეტულად რა სჭირს ამ ადამიანს. მეორე კითხვა არის ის, შეუძლია თუ არა პენიტენციურ სისტემას ეს სერვისი გასწიოს“, – აღნიშნა ზარქუამ.