საფრანგეთმა უყრაინას 100 მძლავრი გენერატორო გაუგზავნა

საფრანგეთმა უყრაინას 100 მძლავრი გენერატორო გაუგზავნა. შესაბამის ინფორმაციას უყრაინული მედია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია 50-100 კილოვატის სიმძლავრის გენერატორებზე, თითოეულს რამდენიმე ათეული ბინის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.

„მოსახლეობის დასახმარებლად, საფრანგეთი უგზავნის უკრაინას 100 მძლავრ გენერატორს მაშინ, როდესაც რუსეთს სურს ზამთარი ომის იარაღად აქციოს“, – დაწერა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ „ტვიტერში“.

საფრანგეთის საგარეო უწყების ცნობით, გენერატორები უკვე გზაშია და უკრაინის ხელისუფლებას უახლოეს დღეებში გადაეცემა.