კიევში, უყრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი პოლონეთისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. დენის შმიგალის, მატეუშ მორავეცკისა და ინგრიდა შიმონიტეს მოლაპარაკეები „ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში გაიმართა.
„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატის შეხვედრაში მატეუშ მორავეცკისთან და ინგრიდა შიმონიტესთან ვისაუბრეთ, უკრაინის სამხედრო დახმარებაზე და აღდგენაზე. დავგმეთ რუსეთის თავდასხმები და სამხედრო დანაშაულები. მადლობელი ვარ პოლონეთის და ლიეტუვის მზადყოფნისთვის, გააქტურონ დისკუსია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე“, – წერს დენის შმიგალი „ტვიტერში“.
„ლუბლინის სამკუთხედის“ ფორმატში შეხვედრის შემდეგ სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ლიეტუვა და პოლონეთი ადასტურებენ მზადყოფნას, გააქტიურონ დისკუსია ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. ასევე სამი ქვეყანა მხარს უჭერს საერთაშორისო რეესტრის შექმნას, სადაც მოხდება რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზიანისა და ზარალის აღრიცხვა. ამასთან, ლიეტუვა და პოლონეთი მხარს უჭერენ რუსეთის ქმედების შედეგად, უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის შექმნას.