რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის განცხადებით, ამერიკის, ბოსტონის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ, მიმდინარე წლის ოქტომბერში შექმნილია კოროვირუსული ინფექციის ახალი, ხელოვნური პათოგენი, რომელიც დაფუძნებულია ომიკრონის შტამზე და ორიგინალ უჰანის ვარიანტზე.
ამერიკელების მიერ მიღებულმა მოდიფიცირებულმა ვირუსმა გამოიწვია დაავადებული ცხოველების 80%-ის სიკვდილი ატიპიური ნევროლოგიური სიმპტომების განვითარებით და ფილტვების მძიმე დაზიანებით.
- “ანტისხეულების დამცავი თვისებების ტესტირებამ აჩვენა ახალი პათოგენის განეიტრალების უნარის 11-ჯერ შემცირება და არსებული ვაქცინების არაეფექტურობა“, – თქვა კირილოვმა.
აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა უნივერსიტეტის მენეჯმენტის საქმიანობაზე გამოძიების ჩატარება გადაწყვიტა. თუმცა, კირილოვის თქმით, „ბოსტონის ექსპერიმენტი“ დასტურია იმის, რომ შეერთებულ შტატებს არ გააჩნია გენური ინჟინერიისა და სინთეზური ბიოლოგიის სფეროებში კვლევის და განვითარების სამთავრობო ზედამხედველობის სისტემა.
- „მიუხედავად მაღალი ბიოლოგიური რისკებისა, კვლევა დაფინანსდა აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ ბიოუსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებლის შესაბამისი თანხმობის გარეშე“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
წყარო: tb24.me