“გუშინ, მე პირადად მთხოვეს, რომ მოვსულიყავი აქ, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის თხოვნა. ვიცით, რომ როცა ის სხდომებზე დადიოდა ის ითხოვდა სხვადასხვა ადამიანის დასწრებას სასამართლოზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას დღეს მკაფიოდ ჰქონდა გადაწყვეტილი სასამართლო პროცესზე მოსვლა, მას უნდოდა სასამართლო პროცესზე მოსვლა, მას ეს კონსტიტუციური უფლება წაართვეს და დღეს მოსამართლემ გამოაცხადა, რომ თურმე ექიმმა მას არ მისცა უფლება მოსულიყო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მე მინდა ახლა ვიკითხო, ანუ მიხეილ სააკაშვილი არის ისე ცუდად, რომ ქართული ოცნება ვერ ბედავს მის გამოჩენას, ესაა ფაქტი.” – ამის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ
“მე ჩემი წყაროებიდან ისიც ვიცი, რომ ქართული ოცნების ცნობილ ჩატში დადეს მიხეილ სააკაშვილის ფოტო უმძიმეს მდგომარეობაში. ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის უმძიმეს მდგომარეობაშია, ამ ფოტოს ავრცელებენ ისინი და ამბობენ, რომ არ შეიძლება ის ამ მდგომარეობაში ეჩვენოს, თორემ ხელისუფლებისთვის ამას მძიმე შედეგები ექნება”, – განაცხადა ეკა კვესიტაძემ “მთავარ არხთან”.
ცნობისთვის, დღეს 15:00 საათზე საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. სხდომაზე დასწრების სურვილი ჰქონდა თავად მიხეილ სააკაშვილს, თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.