კიევში ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. უყრაინის დედაქალაქში იმყოფებიან ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის წარმომადგენლები.
ვიზიტის ამსახველ ერთობლივ ფოტოს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიისა და შვედეთის მინისტრები, დღეს კიევში ჩამოვედით, რომ დავუდასტუროთ უკრაინას სრული სოლიდარობა. რუსული რაკეტების წვიმისა და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს“, – წერს რინკევიჩი „ტვიტერში“.