ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ვინმეს პროექტი, ან ვინმეს დავალებას ასრულებს, ამ კითხვაზე მე პასუხს არ გაგცემთ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ვინმეს პროექტი, ან ვინმეს დავალებას ასრულებს, ამ კითხვაზე მე პასუხს არ გაგცემთ. ყველა ადამიანს აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა პროცესში. როგორც ქვეყანაში უნდა იყოს აღმოფხვრილი ოლიგარქიული მმართველობა, მათ შორის, დაუშვებელია ნებისმიერ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიაში, ვინმეს ჰქონდეს სურვილი, ან შესაძლებლობა თავს მოახვიოს საკუთარი არაფორმალური, ან ჩრდილოვანი მმართველობა, განსაკუთრებით “ნაციონალურ მოძრაობაში”. ერთია, გქონდეს სურვილი და მეორეა ეს შესაძლებლობად აქციონ. ეს შესაძლებლობა მე არ მიმიცია არავისთვის და არც მომავალში მივცემ.” – განაცხადა ნიკა მელიამ.