გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი პირობას დებს, რომ უყრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს. მისი თქმით, გამორიცხული არ არის, დახმარების მოცულობა გაზარდოს კიდეც.
„ჩვენ უკრაინის გვერდით ვიდგებით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. შევუნარჩუნებთ ან გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას მომავალ წელს და უზრუნველვყოფთ ახალ მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვისთვის“, – განაცხადა სუნაკმა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პრემიერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო საერთაშორისო კონკურენტებს დაუპირისპირდება „არა დიდი რიტორიკით, არამედ ძლიერი პრაგმატიზმით“.