“როიტერი” – იტალიაში მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხუთის პოვნა კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.
იტალიის სამხრეთში მდებარე კუნძულ სიკიაზე მეწყრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ახალშობილია. კუნძულ სიკიაზე მეწყერი 26 ნოემბერს ჩამოწვა. სტიქია გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
როგორც სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, ხუთი ადამიანის პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გრძელდება. მომხდარის გამო იტალიის მთავრობის მეთაურმა ჯორჯია მელონიმ საგანგებო სხდომა გამართა და დაზარალებულების დახმარების განკარგულება გასცა. ამ მიზნით ხელისუფლებამ ორი მილიონი ევრო გამოყო.
სტიქიის ზონიდან 230 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
წყარო: ptn.ge