მეგობრებო, როდესაც ეს შემზარავი, მახიჯნი ბოროტება, ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze ამბობს, რომ სააკაშვილი სიმულიანტობსო, კიდევ ერთხელ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ გვაჩვენონ პრეზიდენტი – გუშინ ის გადამალეს, კონსტიტუციური უფლება შეუზღუდეს და მიზეზად ექიმის ცნობა მოიტანეს, რომ მისი გადაადგილება არ შეიძლებაო. – ამის შესახებ “მთავარი არხის” ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს.
“ახლა ეს არარაობა, რომლის გადაწყვეტილებით არ მიიყვანეს უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი სასამართლოზე, რომ საკუთარი თვალით არ გვენახა რა დღეში ჩააგდო ამ უბოროტესმა რეჟიმმა, დაგვცინის და გვეუბნება, ყველაფერს იგონებსო. #გვაჩვენეთპრეზიდენტი”- წერს ეკა კვესიტაძე.