იენს სტოლტენბერგი – ბუქარესტის მინისტერიალზე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოკავშირეების დასაცავად …

იენს სტოლტენბერგი – ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოკავშირეების დასაცავად, ბუქარესტის მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და საქართველოს დახმარების გზებს.

ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსულ ზეწოლას განიცდიან, როგორებიც არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტთან, კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, რუმინეთში გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ თემა უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად არსებული გამოწვევები იყო.

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განვიხილეთ, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა მთლიანად ნატო-სთვის. ასევე, განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად არსებული გამოწვევები. რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ, ნატო აძლიერებს ყოფნას ბალტიიდან შავ ზღვამდე. ჩვენ განვათავსეთ ახალი საბრძოლო ჯგუფები, მათ შორის ისინი, რომელთაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს აქ, რუმინეთში. კანადური ავიაგამანადგურებლები ასევე გვეხმარებიან თქვენი ცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აშშ-ის „პეტრიოტის“ რაკეტები აძლიერებენ თქვენს თავდაცვას. ეს მკაფიო გზავნილია, რომ ნატო აქ არის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. ბუქარესტში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსულ ზეწოლას განიცდიან, როგორებიც არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა” – განაცხადა სტოლტენბერგმა.

29 ნოემბერს ბუქარესტში ნატო-ს მინისტერიალი გაიმართება, რომელშიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

წყარო: 1tv.ge