ფრიდონ ინჯიას ინიციატივა: ზოგიერთი განაჩენმისჯილი დამნაშავეების ამნისტირება კანონით უნდა იყოს აკრძალული

“ევროპელი სოციალისტების” წვერი ფრიდონ ინჯია ზოგიერთ დანაშაულზე მსჯავრდებული პატიმრებისთვის ამნისტიის უფლების კანონით აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდოამზე, სადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთერთ მონასტერში მომხდარ ფაქტზე ისაუბრა:

“ცხრამუხის მონასტრის მონაზვნის მიმართ განხორციელებულმა გაუგონარმა ძალადობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ეს ყველაფერი განაპირობა იმ ფსევდო-ლიბერალურმა პოლიტიკამ, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დღესაც ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ახალგაზრდობის ტვინების გამორეცხვამ… ის ორი ნაძირალაც ხომ 40 წლამდე ვაი მოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის? ნახეთ,როგორ უტიფრად, არხეინად, თავდაჯერებულად ისხდნენ ისინი სასამართლო სხდომაზე? თითქოსდა არაფერი მომხდარა. ისინი ჩვენს გვერდით ცხოვრობდნენ, დადიოდნენ ქორწილებში, პანაშვიდებზე, ჰყავთ მშობლები, დები, ძმები, შეიძლება შვილებიც ჰყავდათ. შედეგად რა მივიღეთ? – გრძელდება ანტიეკლესიური კამპანია. ლოგიკური და დასაბუთებული მსჯელობა იყო საპატრიარქოს პრესსამსახურის მხრიდან, ფსევდო-ლიბერალებმა კი ორკესტრირებულად შეუტიეს ეკლესიას. გამოდის, რომ ე.წ. პარტიულ ჟურნალისტურ კასტას შეუძლია ილაპარაკოს და გამოხატოს თავისი აზრები. ემუქრებიან საპატრიარქოს გადაბუგვაზე. არნახული ზეწოლაა ღვთისმსახურთა მიმართ. რა უბედურების მომტანია ეს, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. ამიტომ სანამ დროა უნდა მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე, შეურაცხყოფაზე, სამშობლოს ღალატზე, დავიცვათ ის, რასაც რწმენა ჰქვია, იქნება ეს ქრისტიანული თუ მუსლიმთა, ან საქართველოში საუკუნეობით მცხოვრებთა სხვა რწმენა. აუცილებლად უნდა მივიღოთ კანონი სისხლის სამართლის იმ დანაშაულებზე, რომელიც გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ზოგიერთი განაჩენმისჯილი დამნაშავეების ამნისტირება კანონით უნდა იყოს აკრძალული, ეს იქნება ქვეყნის ღალატი, თუ მსგავსი დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს ამ არაადამიანებმა მონაზვნის მიმართ, ან ეხება ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფას,ან ისეთ საქმეებს,რომელიც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.