თაკო ჩარკვიანი – მსხვილი ოპოზიციური პარტიის ძილი არავის გვაწყობს, გრიგოლ ვაშაძის შემდეგ, ძილი მოიტანა მელიამ, რასაც არცოდნას აღარ მივაწერ, ესაა კარგად გათვლილი, უბრალოდ, გარკვეულმა ადამიანებმა ხელი შევუშალეთ.
ძალიან უხერხულია, მამა რომ გყავს ჩართული და გამოყვანილი რინგზე, თავის მოჭრაა. 600-ათასიან პარტიას ასეთი შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. დაღუპულან მაშინ, თუ ნიკა მელიას არ აირჩევენ და პარტია დაიშლება, ასე გამოდის, პარტია ამ ბიჭს დაუნგრევია, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ანზორ მელიას განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას: „ანზორ მელია ამბობს, რომ ნიკა მელიას თავმჯდომარეობის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშლება“.
ჩარკვიანის თქმით, ეს განცხადება ანადგურებს იმ პოლიტიკას, რაც არ უნდა ჰქონდეს მსხვილი, დასავლური ვექტორის და დასავლური ღირებულებების პარტიას.
„ჩვენ არავის გვაწყობს მსხვილი ოპოზიციური პარტიის ძილი. გრიგოლ ვაშაძის შემდეგ, ეს ძილი და პარტიის პროცენტის დაწევა ნიკა მელიამ მოიტანა. ამას არცოდნას აღარ მივაწერ. ეს არის ძალიან კარგად გათვლილი, უბრალოდ, გარკვეულმა ადამიანებმა ხელი შევუშალეთ. რაც შეეხება ბატონი ანზორის ასე შემოსვლას პოლიტიკაში, მე წამგებიან პოზიციაში ვარ. მამა გარდაცვლილი მყავს და ცოცხალიც რომ იყოს, მამაჩემი ასეთ ბრძოლაში მხოლოდ თეთრ ხელსახოცს აწევდა. ასეთ რინგზე ჯანსუღი ნამდვილად არ გამოვიდოდა“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
წყარო: newposts.ge