საქართველოში თურქეთის საელჩოსთან აქცია-პერფორმანსი „არა ცხოველთა ძალადობას“ გაიმართა.
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, თურქეთში მასიურად მოხდა მიუსაფარ ცხოველებზე ძალადობა.
„3-4 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია თურქეთში მიუსაფარი ცხოველების ნიჩბებით დახოცვისა და ასევე ცოცხლად დამარხვის შესახებ. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ თურქეთში ცხოველთა დამცველებს. ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და სისასტიკეს“, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებელმა თამილა ლომიშვილმა.