ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკანონოდ უსმენენ და სათვალთვალო მოწყობილობები იპოვა

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკანონოდ უსმენენ და სათვალთვალო მოწყობილობები იპოვა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ უკანონოდ უსმენდნენ.

ხაჭაპურიძის თქმით, მან სამ ადგილას ხმის სათვალთვალო მოწყობილობა იპოვა.

„ეს იქნა ნაპოვნი სავარძელში და ეს ავტომობილში, მესამე აგერ არის დამონტაჟებული ოფისში, თქვენითაც ხედავთ. ეს არის მაღალი დონის მოსასმენი მოწყობილობა ადა ვიდეოთვალი. ავტომანქანაში, ე.წ. „ბარდაჩოკთან“ იყო ჩამონტაჟებული. მეორე – სავარძელის გვერდით” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, ის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, თუმცა სავარაუდო დანაშაულის შესახებ საჯარო განცხადების გაკეთება გამოძიების დაწყების საფუძველია.

წყარო: itv.ge