ესპანეთის დედაქალაქში მდებარე უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს, სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულია საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელსაც ხელში წერილი ეჭირა.
დაშავებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია მადრიდში უკრაინის საელჩოს.