მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ სააკაშვილს ძალიან მძიმედ უჭირს დღეს, ის იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი სამედიცინო სისტემა ფაქტობრივად ამბობს, რომ არის უძლური ამასთან გასამკლავებლად – ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
“დღეს ყველას, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ის ვითარება, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გარშემო არის შექმნილი, ჩვენი საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს სააკაშვილთან მიმართებაში პოლიტიკური, პიროვნული თუ სხვა, ხვდება რომ დღეს არის ერთადერთი გადაუდებელი ამოცანა და ეს არის მისი სიცოცხლის გადარჩენა. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად გვითხრა “ვივამედმა”, რომ მრავალი თვის შემდეგ, რაც ეს ადამიანი გადაიყვანეს სამკურნალოდ მათთან, არა თუ არ უმჯობესდება, არამედ უარესდება. საბოლოო ჯამში, ის რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ექსპერტიზა და ინფრასტრუქტურა სააკაშვილის სამედიცინო დახმარებისთვის, მე მგონი დაადასტურა ასევე იუსტიციის მინისტრმა, რომელმაც განაცხადა, რომ უცხოეთიდან სპეციალისტების მოწვევა თუ ვინმეს სურს, ეს არის შესაძლებელი. ანუ მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ სააკაშვილს ძალიან მძიმედ უჭირს დღეს, ის იბრძვის სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი სამედიცინო სისტემა ფაქტობრივად ამბობს, რომ არის უძლური ამასთან გასამკლავებლად. ყოველგვარი პოლიტიკური მდგენელისგან მაქსიმალურად უნდა დაიცალოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის და მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი და იყოს ერთადერთი კითხვა დასმული და ამ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი, შესაძლებელია თუ არა ჩვენს ქვეყანაში მისი გადარჩენა და თუ ამ კითხვაზე პასუხი არის არა, ცხადია, რომ მისი სიცოცხლე უნდა გადარჩეს” – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა “ტვპირველის” ეთერში.