ქვეყანა ისეთ დღეშია, ოპოზიციის მტრობაზე ვეღარ ვფიქრობ იმდენს, რამდენსაც თავად ხელისუფლების!
ჩემთვის სრულიად გაუგებარია ხელისუფლების საქციელი, რა თამაშს თამაშობს?!
რის მიღწევას ცდილობს და რატომ?!
დღედაღამ გვაყვედრიან ომის არ დაწყებას, მაგრამ უომრადაც ომშია ქვეყანა – შიდა ომებში!
მადლობა ღმერთს, სისხლამდე არ არის საქმე მისული, მაგრამ როდემდე გასტანს ეს აუტანელი სიმშვიდე, რომელიც თავიდან ბოლომდე მოსახლეობაზეა დამოკიდებული?!
მოსახლეობაზე, რომელიც ყოველდღიურად ითმენს ხელისუფლებისგან აბუჩად აგდებას, რაც გამოწვეულია გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობით თუ ყველაფერი წმინდის შებილწვით?!
საშინელი მუხტია მოსახლეობაში… ვინც აქამდე ვერ ხედავდა და არ სჯეროდა, უკვე ისიც ხედავს რომ ხელისუფლება, არც მეტი, არც ნაკლები, გენოციდს გვიწყობს!!!
გენოციდია, როდესაც იძულებულს გვხდიან ქვეყნიდან უკვე ოჯახებით გადავიხვეწოთ!!!
2017 წლის UNFPA კვლევის მონაცემებით 2002-2014 წლებში ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდა 1 145 712 ადამიანი.
2012 წელს წავიდა 100 000.
2014 წლიდან კი ჯამში, საშუალოდ 700 000. ეს ოფიციალურად და არაოფიციალურად რა ხდება არავინ იცის..
ერთი სიტყვით – კატასტროფა!
გაერომ მოკვდავ ერთა სიაში შეგვიყვანა და გაქრობა 2050 წლისთვის გვიწინასწარმეტყველა და რა, შეწუხდა ამით ვინმე?!
მიიღო ხელისუფლებამ რაიმე ზომა ამის აღსაკვეთად?!
მემგონი, პირიქით, ხელს უწყობს ყველანაირად გაეროს ამ “წინასწარმეტყველებას”!!!
ორი დღის წინ დავწერე “სამოქალაქო სისხლზე” გვიწვევენ პროვოკაციებით თქო და ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი ან ფანტაზია!
ხელისუფლება-ოპოზიცია შეხმატკბილებულად გვებრძვის, მე მათ ვეღარ ვყოფ ორ ბანაკად, ისინი კოჰაბიტირებულნი კი არა, შესისლხორცებულნი არიან!
მაშინ, როდესაც ქვეყანა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას შიდა თუ გარე ფაქტორებით, როდესაც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს ეპოქალური გეოპოლიტიკური ცვლილებები საქართველოს ხელისუფლება-ოპოზიცია 10 წელია “სწორი ნაწლავის” პრიზმით გვაცხოვრებენ!
დღის წესრიგს გვიდგენენ შიზოიდი ქალები და გაურკვეველი არსის კაცები! ამათ დღის წესრიგს დაემატა ყოფილი პრეზიდენტის ჯუჭ-ნაწლავის ტრაქტზე დარდი!
ამ სიგიჟეების ფონზე ყველაფერზე გაუსაძლისად იზრდება ფასები, ცარიელდება სოფლები, დღემდე უკონტროლოდ იყიდება ქართული მიწები გადამთიელებზე, კიდევ უფრო ეცემა განათლების სისტემის დონე (ფსკერზე ვართ ამ კუთხით), ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქართულ კულტურას გამოუცხადეს უკომპრომისო ბრძოლა, იმატა ნარკომანიამ, აზარტული თამაშების “მომხმარებელმა”, რადგან წამოიზარდნენ ამ ვაკჰანალიში ახალი თაობები და სხვადასხვა ფაქტორის გავლენით თავით გადაეშვნენ ამ ჯოჯოხეთში, იმატა გარყვნილების პროპაგანდამ!
გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს უკვე უმაღლესი ტრიბუნებიდან, აღარაფერს ვამბობ მედიაზე!
როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი სოხუმის დაცემის დღეს “ღირსების ორდენით” აჯილდოვებს გათხოვილ კაცს და მას უზნეობაში არ ჩამორჩება დედაქალაქის მერი და 100 ათასი მოწამის ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებას ანიჭებს, ეს უკვე ფსკერია, ამაზე მეტად დაცემა აღარ არსებობს, ნუ, პირდაპირ თავისუფლების მოედანზე თუ არ მოგვიწყობენ ორგიას თავად პრეზიდენტი და მერი, თორემ ისე მაგის მეტი რა გაუკეთებიათ “შპანას” ხელით!
ამ ყველაფერს მეტად ამძიმებს ის ფაქტი, რომ დემნა გვასალია წარმოუდგენელ სკანდალში გაეხვა, მას და კომპანიას, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელიც ის გახლავთ, ადანაშაულებენ ბავშვთა სექსუალიზაცია-პორნოგრაფია-კანიბალიზმში და ესენი ვითომც არაფერი – ყრუებს და ბრმებს თამაშობენ, მეტიც, ბოლო კვირას მონასტერში მოხდენილ შემზარავი ფაქტის ფონზე, ჩვენმა მერმა სატელევიზიო ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათა, რაც შემდგომ გადააკეთა და რაღაც სხვა ღონისძიების ლოგოს გადააბრალა!!!
ყველაზე “საინტერესო” ის იყო, რომ მერი სოციალურ ქსელებში ხალხის პროტესტის შემდგომ არც მეტი, არც ნაკლები, “თბილისის ფიდერებმა” ე.წ. “თბილისი პრაიდმა” დაიცვა, რაც მათი ჰარმონიული ურთიერთობის ეჭვს უკვე კი არ ბადებს, ამ ეჭვებს ამყარებს!!!
არის თუ არა ეს ყველაფერი ხალხის წინააღმდეგ მიმართული უსაშინლესი პროვოკაციები ?!
არის თუ არა ეს უზნეო “თამაშები” მცდელობა ხალხის წყობიდან გამოყვანის?!
არის თუ არა მცდელობა იძულების, გამოვარდეს ამ ხელისუფლება-ოპოზიციისთვის ყველაზე არასასურველი ხალხის მასა, რომ უფრო მეტი დაგვიჭირონ ან კიდევ უფრო უარესი – არეულობებში ლიკვიდაციებიც კი მოახდინონ, როდესაც არც ისე დამამშვიდებელი ხმები დადის “ორი გვამი მინდას” ავტორის ვოიაჟებზე?!
ვისი ეშინია ხელისუფლება-ოპოზიციას 2024 წლის არჩევნებში, ერთმანეთის თუ ქართველი ხალხის?!
მაშინ, როდესაც ბატონი ყაველაშვილი (რომელსაც, ჩემი გადმოსახედიდან, თავიდან ბოლომდე პარტია “კონსერვატიული მოძრაობის” ნარატივი აქვს მითვისებული და ნაცარს აყრის ხალხს თვალში) აცხადებს, რომ ვიღაც-ვიღაცები გეგმავენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მიმართულებით პროვოკაციებს და ამას მხოლოდ “მავნებლობას” უწოდებს, ხოლო ხალხის მიერ 5-6 ივლისს ლგბტ და ევროკავშირის დროშების დაწვის კრიმინალის რანგში აყვანას დუმილით ეთანხმება, ეჭვი მიმყარდება, რომ ხელისუფლება-ოპოზიციას მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი ქართველების ეშინიათ და ყველაფერზე არიან წამსვლელი მათ გასანეიტრალებლად!!!
მაია დვალიძე, სამოქალაქო აქტივისტი; სოციალური ქსელი