ბიძინა ივანიშვილსაც ნამდვილად არ ვუსურვებ მიშას მდგომარეობაში ყოფნას. აუცილებლად მოვინახულებდი მას და ვიტყოდი ჩემს სათქმელს ჩემივე გუნდში – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
“პირველ რიგში, ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს, როგორ გადაარჩინოს ეს ადამიანი ( მიხეილ სააკაშვილი), იმიტომ რომ მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ვინც არ უნდა იყოს, არავის ვუსურვებ მიშას მდგომარეობაში ყოფნას საკანში, გისოსებს მიღმა. სულ რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს, ნამდვილად არ მინდა ასე ვიხილო, ან ნებისმიერი ჩემი ოპონენტი. მე აუცილებლად მოვინახულებდი მას და ვიტყოდი ჩემს სათქმელს ჩემივე გუნდში. არიან ექიმები “ქართულ ოცნებაშიც” და ადამიანის სიცოცხლის უფლება არის ჰუმანიტარული საკითხი და არ მესმის ამხელა რისკის წინაშე როგორ აყენებენ ქვეყანას”, – აღნიშნა “ტვ პირველის” ეთერში ხატია დეკანოიძემ.