ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა სიაში დაწინაურდა – ნახეთ ვინ არიან მის გარდა საუკეთესო ათეულში

ცნობილმა გამოცემა Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სია განაახლა, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა.

ქართველი ტალანტი მე-9 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სამეულში “პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავები კილიან მბაპე, ლიონელ მესი და ნეიმარი არიან.

გთავაზობთ „ოქროს ბურთის“ განახლებულ ტოპ-ათეულს:

1. კილიან მბაპე (პსჟ)

2. ლიონელ მესი (პსჟ)

3. ნეიმარი (პსჟ)

4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი)

5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

6. ვინისიუსი (რეალი)

7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)

8. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)

9. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი).

წყარო: “ალია”