მედიის ცნობით, აშშ უყრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მნიშვნელოვნად გაფართოების საკითხს განიხილავს

აშშ უყრაინელი სამხედროების მომზადების მასშტაბების მნიშვნელოვნად გაფართოების საკითხს განიხილავს. „სიენენის“ ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციაში საუბარია გერმანიაში არსებულ ბაზაზე 2 500-მდე უკრაინელი სამხედროს გაწვრთნის შესახებ.

ამასთან, გაფართოვდება წვრთნების მიმართ მიდგომაც და უფრო დიდ ჯგუფებს კიდევ უფრო რთული ტაქტიკური მანევრების წარმოებას ასწავლიან ბრძოლის მიმდინარეობისას, მათ შორის ქვეითებისა და საარტილერიო მანევრების კოორდინაციას.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს იქნება უფრო ინტენსიური და ყოველმხრივი სწავლება, ვიდრე ამას უკრაინელი სამხედროები ამ დრომდე პოლონეთსა და გაერთიანებულ სამეფოში იღებდნენ.