პენტაგონი 1.2 მილიარდ დოლარს გადაუხდის კომპანია „რაითეონ ტექნოლოჯის“, რომელმაც უკრაინას ექვსი ერთეული ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ნასამსი“ უნდა მიაწოდოს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე გადასცა „ნასამსის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის ორი სისტემა, რომელიც მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედი საშუალებაა. საერთო ჯამში, აშშ უკრაინას რვა ერთეულ „ნასამს“ მიაწვდის.