სოზარ სუბარი სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ, აშოტ სმბატიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მნიშვნელობა აღნიშნეს და ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ისტორიულად როგორც საქართველო, ასევე სომხეთი საერთო გამოწვევების წინაშე  იდგნენ და დღესაც, ორივე სახელმწიფოს მიზანს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მშვიდობა  და ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს.

სომხეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე სოზარ სუბარმა საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობასა და ზოგადად, ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. აშოტ სმბატიანმა სოზარ სუბარს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე მზაობა გამოთქვა.