ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის შვილი, ბერუკა 3 წლის გახდა, – დაბადების დღის ვიდეო “ინსტაგრამში” ბერამ გაავრცელა.
“ჩვენს ბერუკას დაბადების დღეს ვულოცავთ. შენ იმაზე დიდი ბედნიერება მოგვანიჭე, ვიდრე წარმოვიდგენდით”, – წერს ბერა ვიდეოზე.
გამომწერები ბერას შვილის დაბადების დღეს ულოცავენ: “გილოცავთ ამ სიყვარული ბიჭის დაბადების დღეს! ბედნიერი იყოს მუდამ, მუდამ! ძალიან მიყვარხართ…როგორ მიყვარხართ, კიდევ ერთხელ გილოცავთ”.
წყარო: ფორტუნა