კნუტ აბრაჰამი – საქართველოს შეუძლია, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.
– “მე ვარ გერმანიის პარლამენტის წევრი და ასევე, ვარ ოპოზიციის წარმომადგენელი. თუმცა არის ერთი რამ, რაც გვაერთიანებს მთავრობასთან. ეს არის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ამ ქვეყნის ევროპული გეზისადმი. სწორედ, ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ეს ვიზიტი. საქართველო არის ევროპული ოჯახის წევრი და ისეთი შეხვედრა, როგორიც დღეს გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ამის მაჩვენებელია. რამდენიმე თვის წინ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის გამოყენება, რათა მიმდინარე პროცესი არ შეჩერდეს. ჩემი აზრით, ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ საქართველოს შეუძლია, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს” – განაცხადა გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ წევრმა, კნუტ აბრაჰამმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.
წყარო: ptn.ge