შოთა მარტინენკო – ეს ილია ჭიღლაძე ახლა ადამიანია?!…

შოთა მარტინენკო – ეს ილია ჭიღლაძე ახლა ადამიანია?!

ცხრამუხის მონასტერში მომხდარ საზარელ ფაქტთან დაკავშრებით ილია ჭიღლაძემ თავის ფეისბუქის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთ დაკავებულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი “ალტ-ინფოს” “მხარდამჭერი და დარბევებში მონაწილეა”.

ასევე აღსანიშნავია, რომ ილია ჭიღლაძე ამ ფაქტის გადამოწმებას კომენტარებში ცდილობს, რაზეც დადასტურებულ პასუხს ვერ იღებს.

– “ცხოველი, რომელმაც 70 წლის მონაზონი გააუპატიურა და აწამა, 4-ჯერ ნასამართლებია და “ქოცებმა” არჩევნების წინ გაათავისუფლეს!!! ესაა საქოცეთი და გაქოცებული საქართველო. ყველა ქოცი არის იმ მონაზვნის გაუპატიურების თანამონაწილე ისევე, როგორც მთელი იმ დაუსრულებელი ტრაგედიებისა, რაც საქართველოში ხდება 2012 წლიდან დღემდე.

პ.ს. ალტ-ინფოს მხარდამჭერი და დარბევებში მონაწილე ყოფილა!” – ვკითხულობთ ჭიღლაძის განცხადებაში.

– “ეს ილია ჭიღლაძე ახლა ადამიანია?! თან მონაზვნის გამაუპატიურებელ იმ საქონელზე იძახის, ალტ-ინფოს მხარდამჭერიაო, თან კომენტარებში სხvას ეკითხება, ეგ მართლა ეგრეა თუ არაო. და ის სხვა პასუხობს, არ ვიცი, სადღაც დაიწერაო. ანუ იქვე წამოცდათ, რომ ტყუილს გვაბრალებენ. თუ ადამიანობა იოტისოდენად მაინც გცხია, რანაირად შეიძლება ასეთი უბინძურესი ცრუ ბრალდება ვინმეს წაუყენო?! მაგრამ ჩვენზე ტალახის სროლა რა გასაკვირი და მოსატანია, როცა ეს არსება პატრიარქის მიმართ არ ერიდებოდა ბინძური სიცრუის გავრცელებას. და არ ერიდებოდა ხალხის გამაუპატიურებელი სისტემის შემქმნელის, სააკაშვილის, ღია მხარდაჭერას და ხოტბის შესხმას. ბუნებრივია, მაგ სისტემის მხარდამჭერი, იქნება ეს ჭიღლაძე თუ ნებისმიერი სხვა, არათუ ბინძური სიცრუის გავრცელებაზე, არამედ ყველა იმ მხეცობაზე და საქონლობაზეა წამსვლელი, რაც იმ სისტემას პრაქტიკაში ჰქონდა” – წერს სოციალურ ქსელში შოთა მარტინენკო.

წყარო: itv.ge