„უკიდურესად რთულ დროს მოგიწიათ მუშაობა – ქართველი ხალხის ნამდვილი ჩემპიონი იყავით“: დეგნანი ლომჯარიას

„ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში, უკიდურესად რთულ დროს მოგიწიათ მუშაობა“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩმა ნინო ლომჯარიას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ძვირფასო ნინო, მინდა პირადად მადლობა გითხრათ თქვენი, როგორც სახალხო დამცველისა და ომბუდსმენის, სამსახურისთვის.

თქვენ ქართველი ხალხის ნამდვილი ჩემპიონი იყავით. ვიცი, რომ უკიდურესად რთული დრო იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ, სახალხო დამცველის ოფისი, თქვენ და თქვენი გუნდი, ყოველდღე მუშაობთ, რომ ღირსებით, პატიოსნებით და წარმოუდგენელი გამბედაობით დაიცვათ თქვენი როლი, რომელიც კონსტიტუციაში ასე გარკვევითაა გაწერილი.

ჩვენ ყველანი ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესს და ყველას იმედი გვაქვს, რომ შედეგად აირჩევა დამოუკიდებელი, ძალიან კვალიფიციური და აპოლიტიკური სახალხო დამცველი.“ – განაცხადა კელი დეგნანმა.