როგორც კი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჩაჯდა, მივხვდით, რომ ეს ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის მძიმე იქნებოდა, ხედავთ, რომ ეს ხელს გვიშლის ევროინტერგაციის პროცესში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, ეროვნულ ინტერესშია, რომ ეს პრობლემა მოიხსნას, მაგრამ უნდა მოიხსნას არა ხელოვნურად და სააკაშვილი უბრალოდ კი არ უნდა გაუშვათ, არამედ კომპლექსურად.
„ამას უნდა მოჰყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯანსაღ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა და ისინი უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. „ნაციონალურ მოძრაობას“ აქამდე უნდა ეთქვა, რა იყო ის პირობები, რა პირობებშიც სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში დაიწყებდნენ თანამშრომლობას მაგალითად, 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით ბოიკოტის ნაცვლად, სამუშაო პროცესში ჩაერთვებოდნენ და საბოლოო ჯამში ქვეყანა გავიდოდით არა ცალ-ცალკე ევროკავშირთან, არამედ ერთად შეთანხმებული პოზიციით, რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიულ მომენტში. სააკაშვილის გათავისუფლება ამის ნაწილია. ვერავინ დაიჯერებს, რომ აქ მოხდა დეპოლარიზაცია, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ზის და მისი პარტია გუდაურში დადის მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებზე და საუბრობს „საარჩევნო კოდექსზე“. არ ვიცი, ლობისტები რა მიზნით არიან დაქირავებული, მაგრამ რაც აგიღწერეთ, ეს პროცესი ყველასთვის დამაზიანებელი იყო და როგორც ჩანს, დაინახეს, რომ საჭიროა ჭკუათმყოფელი კონსულტანტი, როგორ აწარმოონ ეს კამპანია. ადამიანებია საჭირო, ვინც ამ პროცესს საღი აზრის დონეზე დაგეგმავს. რასაც ვუყურებთ, კაციშვილი პატრონი არ არის, ვინც ოჯახის მდგომარეობას გაითვალისწინებს და ადეკვატურ განცხადებებს გააკეთებს. ლობისტების დაქირავება გონივრულია.
რა შეეხება „ემპათიას“, ერთი დიაგნოზიც საკმარისია, რომ ადამიანი გარდაიცვალოს. ციხიდან გაშვება იცით, რას ნიშნავს? – კაცი ექვს თვეში უნდა მოკვდეს. ნუთუ, მართლა გვინდა, რომ ისე გავუშვათ, რომ ექვს თვეში მოვკდეს? ამ დასკვნებში ბოდვა წერია. არ შეიძლება, ასეთი დასკვნების წერა და მით უმეტეს, 3 000-გვერდიანის და საზოგადოებისთვის წარდგენა, რომელშიც ვერაფერს გაიგებ. ამის გამო, არის ეს მდგომარეობა. ჩემი აზრით, ძალიან არაკომპეტენტურები არიან. თვითდაზიანების პროცესია“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.