ვლადიმერ ზელენსკი- რუსული გავლენის ცენტრებთან “აფილირებული” რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უყრაინაში აიკრძალება

რუსული გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უყრაინაში აიკრძალება, – ამის შესახებ უყრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკი  ტრადიციული ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს გაიმართა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა, სადაც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის რუსეთთან კავშირის საკითხი იყო განხილული. უყრაინის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დაავალა მთავრობას, უმაღლეს რადაში დასამტკიცებლად შეიტანოს კანონი, რომლითაც რუსეთის ფედერაციაში მდებარე გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში აიკრძალება.

ამასთან ერთად, ვლადიმერ ზელენსკის თქმით, ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურს დაევალა, ჩაატაროს ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, აქვს თუ არა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას კანონიკური კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან.

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ასევე შემოწმდება ის სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, განკარგონ ქონება, რომელიც კიევი-პეჩორის ისტორიულ-კულტურული ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ასევე, ზელენსკიმ დაავალა ყველა შესაბამის ორგანოს, გაააქტიურონ ზომები, რომლებიც მიმართულია რელიგიურ წრეებში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოსავლენად და დაწესდეს პერსონალური სანქციები.

„სამწუხაროდ, რუსულმა ტერორმა და ფართომასშტაბიანმა ომმაც კი არ დაარწმუნა ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, რომ აუცილებელია ბოროტების ცდუნების დაძლევა. რას ვიზამთ, მაშინ უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ აგრესორ სახელმწიფოზე დამოკიდებულ არც ერთ პერსონას არ ჰქონდეს უკრაინელებით მანიპულირები