აშშ-ში გაუხსნელი მკვლელობების მაჩვენებელმა პოლიციის კადრების ნაკლებობის ფონზე უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
სატელევიზიო კომპანია CBS-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ის მასშტაბით ჩადენილი სულ უფრო მეტი მკვლელობა რჩება გაუხსნელი.
მკვლელობის საქმის გახსნის მაჩვენებელი – იმ საქმეების წილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო იხსნება ან იხურება – უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც ქვეყნის მასშტაბით არსებული არასაკმარისად დაფინანსებული და არასაკმარისი კადრებით დაკომპლექტებული პოლიციის დეპარტამენტებით არის განპირობებული, რომლებიც ვერ ახერხებენ სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.
– “მთელი სისტემა ჩამორჩენილია” – აცხადებს მისისიპის შტატის პოლიციის უფროსი ჯეიმს დეივისი. „მე შემეძლო მეტი პოლიციის თანამშრომლის გამოყენება. მე შემეძლო მეტი მკვლელობის გამომძიებელ-დეტექტივის გამოყენება, თუმცა, თუ სახელმწიფო და სასამართლო არ გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს, ჩვენ კვლავ გვექნება იგივე პრობლემა”.
ქალაქ ჯექსონის პოლიციის დეპარტამენტს მკვლელობის მხოლოდ რვა გამომძიებელი-დეტექტივი ჰყავს, თუმცა, მათ გასულ წელს 153 მკვლელობის შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება, რაც დაახლოებით 160000-იანი მოსახლეობის მქონე ქალაქისთვის ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყანაში. გამოძიების ფედერალური ბიუროს მითითებების თანახმად, ერთმა დეტექტივმა ერთდროულად წარმოებაში ხუთ საქმეზე მეტი არ უნდა მიიღოს.
– “ასეთი ცუდი ვითარება არასოდეს ყოფილა” – აცხადებს თომას ჰარგროვი, მკვლელობაზე ანგარიშვალდებულების პროექტის წარმომადგენელი. „2020 წლის ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, მკვლელობების უმეტესობა გაუხსნელი დარჩა. ამგვარი რამ ამერიკაში არასოდეს მომხდარა“.
ტაკერ კარლსონმა აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით თავის შოუში იმედგაცრუება გამოთქვა და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში, როგორც ჩანს, ამ პრობლემის მოგვარებით არავინ არის დაინტერესებული.
– “ხელისუფლების წარმომადგენლებმა 100000 აშშ დოლარი შესთავაზეს ჯილდოდ მას, ვინც იპოვნიდა პირს, რომელმაც ობამას საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მარყუჟი დატოვა” – განმარტა მან. „საინტერესო ის არის, რომ არანაირი 100000 აშშ დოლარის ოდენობის ჯილდო არ არსებობს ქვეყანაში მომხდარი ათასობით გაუხსნელი მკვლელობისთვის და მკვლელობების შემთხვევები კი ნამდვილად მრავლად არის”.
წყარო: itv.ge