აშშ-ში რუსეთის საელჩო – ჩვენ თავისუფალი ბაზრების ძირითადი პრინციპების გარდაქმნის მოწმენი ვართ.
– “ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებული დისბალანსი გამოწვეულია მათი გაუთვლელი ქმედებებით. პირველ რიგში, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღება და ჩვენი ქვეყნიდან ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვა. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს, გადაჭრას ის საკითხები, რომლებიც თავად შექმნა იმპულსურად. ფაქტობრივად, ჩვენ მოწმე ვართ თავისუფალი ბაზრების ძირითადი პრინციპების გარდაქმნისა” – განაცხადეს აშშ-ში რუსეთის საელჩოში.
როგორც ცნობილია, ევროკავშირი რუსული ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდა.
წყარო: 1tv.ge