ყველა ვალდებულად ვთვლით თავს, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი – პრაქტიკულად, ჯანმრთელი ადამიანი შევიდა და დღეს არის წამების მდგომარეობაში, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში სასამართლო არ არსებობს, არსებობს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელსაც ზეწოლა სჭირდება.
„ადამიანის, მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე ეჭვქვეშ არის. ყველა ვალდებულად ვთვლით თავს, რომ არ დავუშვათ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი. გარდა ამისა, თავად მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება წარმოუდგენელია. პრაქტიკულად, ჯანმრთელი ადამიანი შევიდა და დღეს არის წამების მდგომარეობაში. ამასთან შეგუება ნიშნავს, რომ პირუტყვები ვართ და არა ადამიანები და საერთოდ, საზოგადოებაც არ ვართ, თუ ასეთი რამ ჩვენს თვალწინ ხდება. ამიტომ მე ვაცხადებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი – ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხელი შევუწყო მის აქედან გაყვანას. სასამართლო არ არსებობს, არსებობს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება ზეწოლა”, – განაცხად ხოშტარიამ.