ევროკავშირის განზრახვა, უკრაინის დაფინანსების მიზნით მოვალე საზოგადოებად იქცეს, ევროპის მომდევნო თაობებს გაანადგურებს

ევროკავშირის განზრახვა, უკრაინის დაფინანსების მიზნით „მოვალე საზოგადოებად“ იქცეს, ევროპის მომდევნო თაობებს გაანადგურებს – უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ევროპული პოლიტიკა, რომელიც უკრაინის შემდგომი დაფინანსების მიზნით, რათა ამ უკანასკნელმა რუსეთის ქვეყანაში შეჭრას კვლავ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთობლივი სესხის აღებას უჭერს მხარს, რაც კონტინენტისთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება, აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.

ვიქტორ ორბანმა ქვეყნის ადგილობრივი რადიომაუწყებლის დილის გადაცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროკავშირის მიერ რუსეთის ენერგეტიკის სექტორის მიმართ დაწესებული სანქციების არაეფექტურობა მკაცრად გააკრიტიკა. მან ასევე, თქვა, რომ ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული მასობრივი ერთობლივი სესხის სქემა, რაც უკრაინის თავდასაცავად დაფინანსების გაგრძელებას გულისხმობს, „მძიმე შედეგებს არა მარტო ჩვენს შვილებს, არამედ შვილიშვილებსაც კი მოუტანს“. გარდა ამისა, ჩვენ ასევე, მოგვიწევს იმ სახელმწიფოების დაფინანსებაც, რომლებიც ამ გზაზე გადახდის უუნარონი გახდებიან, დასძინა მან.

უნგრეთის ლიდერმა ბრიუსელს კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავისი ქვეყნის წინააღმდეგობა, ერთობლივი სესხის საშუალებით უკრაინის სახელმწიფოს თავდაცვის ოპერაციის დაფინანსებასთან დაკავშირებით, სანაცვლოდ კი, უკრაინასთან შეთანხმებების ცალკეული სახელმწიფოების დონეზე დადება შესთავაზა, ცალკეულ ქვეყნებს შორის ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებით.

– “ჩვენ არ გვსურს, რომ ევროკავშირი ურთიერთთანამშრომელი წევრი ქვეყნების საზოგადოების ნაცვლად, ერთობლივად დავალებული სახელმწიფოების საზოგადოებად ან ჯგუფად იქცეს” – განაცხადა ორბანმა რადიოეთერში.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, როდესაც მას მიმდინარე კონფლიქტის გამო, არ შესწევს უნარი, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, ისე იფუნქციონიროს, და სანამ მას მოკლევადიან პერსპექტივაში მეზობელი ქვეყნებისა თუ მოკავშირეებისგან დახმარება ესაჭიროება, ბრიუსელმა ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით არ უნდა ისაუბროს.

– “ჩვენ ვეთანხმებით მხარდაჭერის საჭიროებას, თუმცა, ეს დიდად არ გვახარებს, რადგან რომ არა ომი, ამგვარი საჭიროება არც დადგებოდა” – განაცხადა ორბანმა.

წყარო: 1tv.ge