გია ბუღაძე: ცოტა მაოგნებს საზოგადოების პასიურობა, უკაცრავად მაგრამ ადამიანი კვდება, რეალურად გვიკლავენ მეორე პრეზიდენტს

ცოტა მაოგნებს საზოგადოების პასიურობა, უკაცრავად მაგრამ ადამიანი კვდება, რეალურად გვიკლავენ მეორე პრეზიდენტს – ამის შესახებ მხატვარმა, გია ბუღაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მიშას უბედურება, ტანჯვა მტკივა, იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ დიდ ქართველს, ჩვენ გვაკარგვინებენ დიდ ქართველს, დიდ პრეზიდენტს. ადამიანს, რომელმაც შექმნა ქართული სახელმწიფო. არაფრისგან ააშენა ფაქტობრივად, ჩამოშლილი დაამსგავსა ქვეყანას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან გამოაჩინა, რომ საქართველო არის უმნიშვნელოვანესი ღერძი ჭეშმარიტებისა, სიკეთისა, პროგრესისა. რომელ ისტორიულ პერიოდში გახსოვთ, რომ აქ ჩამოსულიყო რომელიმე დიდი ქვეყნის იმპერატორი, ან ხელმძღვანელი, ან მეფე. აშშ-ს პრეზიდენტი იყო ჩამოსული ჩვენთან, რომ დაედასტურებინა მსოფლიოსთვის, რომ საქართველო მნიშვნელოვანი რამ არის. წარმოიდგინეთ, ასეთ ადამიანს კლავენ ესენი, მოღალატეები გაყიდული ხალხი. მე ცოტა მაოგნებს ჩვენი საზოგადოების პასიურობა, ვაბრალებ დაღლილობასაც. უკაცრავად, ადამიანი კვდება, გვიკლავენ მეორე პრეზიდენტს. ეს რას ნიშნავს – დამტკიცდება ცივილურ სამყაროში და რაც მთავარია რუსეთის წინაშე, რომ შენ სახელმწიფოს შექმნის უნარი არ გქონია, რეალურად შენი მართვა შეიძლება, როგორც არაფერი. ყველას ყიდვა შეიძლება, გაიტენა საქართველო მოღალატეებითა და აგენტებით”- განაცხადა გია ბუღაძემ.