მაიკლ კარპენტერი – 2008 წელს საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია არაეფექტური იყო.
– “ჩემი აზრით, 2008 წელი იყო რუსეთის ამბიციების ელემენტი და ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო” – განაცხადა ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა.
– “სამწუხაროდ, რუსეთის ამბიციებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა. გეთანხმებით, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო და ამ გაკვეთილიდან სწორი დასკვნა რომ ვერ გავაკეთეთ, ამან კრემლს 2014 წელს ყირიმში შეჭრის და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა. მაშინ უფრო მკაფიო რეაქციები იყო, თუმცა ისევ ნაკლებად ეფექტიანი, რადგან ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან, სასტიკ ომს, კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებით, რომლის მსგავსი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ნამდვილად ვერ ვუარვყოფთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი ქვეყნიდან დაიწყო” – აღნიშნა ელჩმა.
წყარო: newposts.ge