მარია ზახაროვა – უკრაინელ ქალებს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპაში ემუქრებათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინელი ქალებისთვის რეალური საფრთხე არა რუსეთიდან, არამედ ევროპიდან მოდის, სადაც, მისი თქმით, ბოლო დროს გახშირდა უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევები.

ზახაროვას მტკიცებით, უყრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის მეუღლემ, უკრაინის ყოფილმა ომბუდსმენმა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ლუდმილა დენისოვამ და გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პრამილა პატენმა „უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს რუსი სამხედროები უკრაინელი ქალების მიმართ სექსუალურ ძალადობაში და მათი სიტყვები ტყუილი აღმოჩნდა“.

„უკრაინელი ქალებს რეალური საფრთხე არა რუსეთიდან ელით, არამედ ევროპაში. შვედეთის თანასწორობის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც პირდაპირ წერია, რომ უკრაინელი ლტოლვილები სულ უფრო ხშირად ხდებიან სუტენიორობისა და სექსუალური მონობის მსხვერპლნი“, – წერს ზახაროვა “ტელეგრამ“ არხზე.