ალბათ, სამომავლოდ, უნივერსიტეტებში შესაძლებლობა იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა შეისწავლონ – თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და შემდეგ – ოპოზიცია, – ამის შესახებ „პოსტივის“ ეთერში, „დიდ გადაცემაში“ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„წარმოიდგინეთ, რა სიმახინჯესთან გვაქვს საქმე – დღემდე ამ ტექნოლოგიას მიჰყვებიან – საზოგადოება ტყუილებით შეჰყავთ შეცდომაში; თითქოს, ოპოზიცია წამებულია და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში რაიმეს აფერხებს. ამიტომაც ისმის სპეკულაციები დეოლიგარქიზაციაზე და ა.შ. ამ საშინელებებთან ბრძოლა არ მორჩენილა. ეს ქართველი ხალხის ღირსების საკითხია!“, – განაცხადა ყაველაშვილმა.