პოლონეთის სეიმმა ვერ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებდა.
პოლონეთის სეიმმა ვერ მიიღო მმართველი პარტიის მიერ შეტანილი რეზოლუცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებდა. პროექტი ოპოზიციამ დაბლოკა – ინფორმაციას PAP ავრცელებს.
რეზოლუციის პროექტები, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად არის აღიარებული, ფრაქციებმა „მემარცხენე“ და „კანონი და სამართლიანობა“ წარადგინეს. კანონპროექტებზე საგარეო საქმეთა კომიტეტმა იმუშავა. ხუთშაბათს პოლონეთის სეიმს კენჭი უნდა ეყარა რეზოლუციისთვის, რომელიც რუსეთს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარებდა.
კენჭისყრის წინა საღამოს დისკუსიაზე ფრაქციებმა და ჯგუფებმა ერთხმად გამოხატეს მხარდაჭერა რეზოლუციის მიმართ, მაგრამ შემდეგ ვერ მიიღო რეზოლუცია.
წყარო: alt-info.ge