ამ რეჟიმის მხრიდან, პოლიტიკური დევნა არ მიკვირს, მაგრამ ამ მანქურთების ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკის სამსახურში დგომა – მიკვირს – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“მე ძალიან დაბალი პოლიტიკური აზრის ვიყავი და ვარ იმ ხალხზე, რომლებიც კოლაბორაციონისტი რეჟიმის საგარეო პოლიტიკის სამსახურში დგანან.
ილიჩოვას და მელაშვილის საქმე იყო ჩემთვის ის მომენტი, როდესაც საგარეოს პოლიტიკურად ჯანსაღ თანამშრომლებს ის ნაბიჯი უნდა გადაედგათ, რაც გიგი გიგიაძემ გადადგა.
გული მწყდებოდა და გამიხარდა მაგრად, როდესაც ეს ნაბიჯი გვიან, მაგრამ მაინც – ჩემმა საყვარელმა ბავშვობის მეგობარმა, ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა გადადგა.
ამ რეჟიმის მხრიდან, პოლიტიკური დევნა არ მიკვირს, მაგრამ ამ მანქურთების ანტიდასავლური საგარეო პოლიტიკის სამსახურში დგომა – მიკვირს”- წერს ჩერგოლეიშვილი.