უყრაინის ხელისუფლება, მოსალოდნელი საომარი მოქმედებების გააქტიურების გამო, დნეპრის მარცხენა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაციას ახორციელებს

ხერსონში იმ უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდება, რომლებიც ამჟამად მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სააგარაკო დასახლებაში იმყოფებიან და  ტერიტორიის დატოვება ვერ მოასწრეს.

ხერსონის ე.წ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევაკუაცია 3-5 დეკემბერს განხორციელდება.

„ევაკუაცია აუცილებელია ამ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების შესაძლო გაძლიერების გამო. მდინარის გადაკვეთა დაიშვება მხოლოდ მდინარის სადგურის მონაკვეთზე. მდინარის სხვა ნაწილებში გადაკვეთის ნებართვა არ იქნება“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე განმარტებით, ევაკუაციის დროს აუცილებელია, მოქალაქეებმა თან იქონიონ პირადობისა და უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.