ინტერვიუ პოლიტოლოგ დავით ჩხარტიშვილთან:
-უმნიშვნელოვანეს საკითხს უნდა შევეხოთ; ვგონებ რომ ამ კუთხით დაულაგებლობის გამოა, მთელი ეს დეკადები საქართველო არეული.
სწორედ რომ ამიტომაც, ვერაფრის დიდებით ვერ ვპოულობთ გასასვლეს სამშვიდობოზე. კერძოდ, ელიტის ზოგადსაკაცობრიო განსაზღვრებას და როლს საქართველოს უახლეს ისტორიასა და დღევანდელობაშიც. მოგეხსენება; ელიტის მრავალი განსაზღვრება არსებობს – დიდი ხნის განმავლობაში, ელიტისადმი ადამიანის კუთვნილება, მისი კეთილშობილური წარმოშობით იყო განპირობებული. სხვადასხვა პერიოდში, ელიტაში შეყვენილ იქნა მდიდარი და გავლენიანი ადამიანებიც. შემდეგ, ელიტებს შორის დაიწყო ე.წ. ელიტარული ჯგუფების გამოყოფა, რომლებიც გაერთიანებულია საერთო მახასიათებლით, მაგალითად: ინტელექტუალური, ლიტერატურული, მუსიკალური, რელიგიური, პოლიტიკური, სამხედრო, ფინანსური და სხვა ელიტები. რამაც, ამ თემის ირგვლივ საქმე მეტადრე გაართულა, აქცენტების დამსის და სისტემატიზაციის თვალსაზრისითაც. მაგრამ, ერთი რამ დროისა და სივრცის მიუხედავდ ეჭვს არ იწვევს – ზოგადად, ელიტამ ითამაშა, თამაშობს და მომავალშიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს სახელმწიფოსა და საზოგადოების განვითარებაში ან დეგრადაციაში. როგორიცაა ელიტა, ისეთია საერთო ჯამში ქვეყანა და მისი მომავალი. მოკლედ, ქართული ელიტები, რას წარმოადგენენ ისინი და რამდენად პასუხისმგებელნი არიან საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, აი რაზე მინდა ვისაუბროთ ამჯერზე.
თუ თანამედროვე, ე.წ. ფინანსური ელიტის განმარტებით დავიწყებთ და ქართულ ელიტებს შორის დომინანტი სწორედ რომ ეს ჯგუფია. შესაბამისად, ყველა დანარჩენს ასე თუ ისე სწორება მათზე აქვთ; პირველი რაც უნდა ითქვას ისაა, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე გავლენის ბერკეტები ამჟამინდელ ფინანსურ ელიტას ჩაუვარდა დიდწილად შემთხვევითობის და არა დამსახურებისა თუ ცოდნის წყალობით. აქედან, გარდა აკადემიურის, სამხედრო და საეკლესიოსი, მასობრივი სკეპტიციზმი ერში ყველა დანარჩენი ქართული ელიტარული ნაირსახეობის მიმართ. გასაგებიცაა; თუ ზოგადად, ქართული ელიტის დიდი ნაწილის წარმმართველია წინა რეჟიმების კორუმპირებული მაღალჩინოსნები, – მწერლები, პოეტები, პოპ-კულტურის სახეები და ა.შ., მათი cheerleading_ი გამოდის. ვგონებ, ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემის აქტივობა ამ მოედანზე, კარგი თვალსაჩინოა, თუ რისი თქმაც მინდა. კონტიგენტი, რომელმაც კანონის ავლით, ან მორგებით, კუპონებში, ანდა სულაც უფასოდ, ანარქიულ 90-იანებში დაეუფლა სახალხო საკუთრებას – დღეს, მედია, შემოქმედებითი და პოლიტიკურ პლატფორმებზე კონტროლის დამყარებით ცდილობს იმიჯის გამოსწორებას. ვგონებ, რომ მეორედ მიეცეს ძარცვის შანსი და არა ალტრუისტული მოსაზრებებით. რადგანაც, არ მჯერა ფერისცვალობის ამ ფსიქოტიპის ადამიანებში, სავლეების პავლეებად რეინკარნაციის. აქ კი, ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ ასეთ უამრავ „ხაზარაძეს“, რომელიც დღეს პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კუთხით რეანიმირებას ცდილობს, ხახვივით შერჩათ მთელი ეს 90-იანების ძარცვა-გელჯვა.
–სავარაუდოდ იმის გამო, რომ მომდევნო ხელისუფლებებმა აღარ მოიკითხა მათი საქმიანობა ბნელ წლებში ისე, როგორც საჭიროა ქვეყნის განვითარებისთვის და რატომ მოხდა ასე?
ზუსტად ვერ ვიტყვი; სხვა, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხები გაჩნდა, იქნებ თვალი დახუჭეს რისკების გათვალისწინებით, ანდა გარიგებაში შევიდნენ და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში, ვგონებ ობიექტური მიზეზის მოძებნა და გამართლება რთულია, უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართული ფლოტის, ბანკების მიერ გაღატაკებული მოსახლეობის, გავერანებული ჰეკტრების და ტოტალური დეინდუსტრიალიზაციის ფონზე.
-არადა, ჯერ კიდევ კონფუცი ამბობდა; „ქვეყანაში, სადაც კანონი და წესრიგი სუფევს, სირცხვილია სიღარიბე. ქვეყანაში კი, სადაც კანონი და წესრიგი არაა, სირცხვილია სიმდიდრე“. დავიჯერო მას მერე, წინ ვერ წავიწიეთ სამართლიანობის აღქმის და აღდგენის კუთხით? რატომ არ უნდა დაინტერესდე იმით, თუ საიდან გაუჩნდა ამ ახალბედა ელიტას პირველი მილიონი, რის ხარჯზე და თუ დამნაშავენი არიან, პრეტენზია ქვეყნის მართვაზე რაღამ განაპირობა?
უტიფრობამ, მაგრამ გასამართლება ამ ე.წ. ნუვორიშების გვიანია. მერედა, ისეთ გაკაჟებულ მტაცებლებთან გვაქვს საქმე – ეჭვი არ მეპარება, ფორმალური მიდგომის შემთხვევაში სასამართლო გაამართლებს. ყველა საჭირო საბუთი წესრიგში ექნებათ, რადგანაც მათ ხელშივე იყო საკანონმდებლო ბაზა. ისე კი, სოციალურად პასუხისმგებლიანმა მმართველმა აუცილებლად უნდა ჩაეძიოს – სასამართლოსგან განსხვავებით ბუკვალიზმი მათ არ ზღუდავს, კანონთა გონიდან გამომდინარე ხელ-ფეხი შეკრული არ აქვთ. მაგრამ ექსპროპრიაციის მიზნით როდი, არამედ იმის გამო, რომ მომავალში მაინც, აღარ დაუშვან მსგავსი მიდრეკილებების კონტიგენტი ქვეყნის სადავეებთან. მოკლედ საერთო სურათი შემდეგნაირია; ერთის მხრივ გაძარცვული საქართველო, ყველა კუთხე-კუნჭულში მჯდარი მათხოვრით და მეორე მხრივ ეს კონტიგენტი და მათი შთამომავლობა. რომლებსაც „მამები“, ტენიან ახლა სახელმწიფო დაწესებულებეში. რადგან, აღარ კმარა რა ეკონომოკირი იერარქიის მწვერვალები და უკვე „შვილების“ მეშვეობით ცდილობენ მოიპოვონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლის მექანიზმები. ასე რომ, ისიც ნათელია, თუ „საიდან გაუჩნდა ამ ახალბედა ელიტას პირველი მილიონი და რის ხარჯზე“.
-დამნაშავენი არიან სახეწლმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. მაგრამ ამის მიუხედავად, ზედმეტ სიმკაცრესაც ერიდები და იქნებ აგვიხსნა რატომ?
ზედმეტ მორალიზატორობას ვარიდებ თავს, უფრო მართებული იქნებოდა. რადგანაც პირველადი კაპიტალის გაჩენის ათვლის წერტილი, ლამის ყველა ქვეყანაში და ეპოქაში ბურუსითაა მოცული. ახლა მთავარია, თუ როგორ განაკარგინებ მათ ამ თანხებს და არ ეგონოს ვინმეს, რომ ძალისმიერ მეთოდებზე ვსაუბრობ; მათთვის, მაღალი ლეგიტიმაციის რეკომენაციების გამომუშავებითაა ეს შესაძლბელი. მაგალითად, ზოგადეროვნული დისკუსიის მეშვეობით, რომელიც „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში გაიმართება. ერთგვარი „მორალური სასამართლო“ უნდა მოეწყოს, არბიტრაჟის ელემენტებით და ა.შ. ძალისმიერ მეთოდებს კი, იმიტომ გამოვრიცხავ რომ, ბალანსის არდაჭერის შემთხვაში, არსებობს რევანშიზმის საშიშროება. 90-იანებში წარმოქმნილი ველური კაპიტალისტური უკიდურესობის სამართლიანი მოკითხვით, გადავარდეთ მეორე, უსამართლო და რადიკალურ სოციალისტურ თრობაში. რისი გამოცდილებაც გაგვაჩნია და რამაც ერთი-ორჯერ, ისე წალეკა ხვადასხვა გარდამავალ პეროდებში წარმოქნილი ახალბედა ელიტები, რომ სტალინისეული „лес рубят, щепки летят“ ტკბილად მოსაგონარი ამბავია.
-ერთ მხარეს უმოწყალოდ გაძარცვული ქართველი ხახლია, მეორე მხარეს მძარცველები და გამოდის, რომ „ბოროტებასთან“ რაღაც ფორმით, მაგრამ მაინც უნდა ვითანამშრომლოთ?
ეს ისეთი დელიკატური თემაა, რომ „ბოროტებასთან“ გარკვეული დოზით თანამშრომლობის გარეშე, „ღვარძლს ხორბალი გადაყვება“. ასეა აწყობილი ადამიანის და ზოგადად სახელმწიფოს ბუნება, ისტორიული კონტექსტიც იგივეს გვკარნახობს; მაგალითად, ჯერ კიდევ XIV საუკუნის ერთ-ერთ კაბალისტურ ისტორიაში არონის შვილების ისტორიაა აღწერილი, სადაც დასაცავად, უფალი უდაბნოში უგზავნის მათ ლომს. მაგრამ არ იცოდნენ რა, რომ იმასაც შივდება ხოლმე, დატოვეს მშიერი. ხოდა, როდესაც ძალიან მოშივდა ლომს, შეჭამა ისინი. ლომი ამ შემთხვევაში, ხალხი და სახელმწიფოა, რომელსაც წილი ეკუთვის და რომ არ მივიდეს რადიკალურ ზომამდე, ანუ შეჭმამდე, წილი დროზე უნდა გაიცეს. „Vox populi, vox Dei“, ვინმეს ლიტონი სიტყვები არ ეგონოს, სისხლითაა დატანილი ფილაზე და კაცობრიობის ისტორიაზე ზემოქმედებით, ათ მცნებას უტოლდება ლამის. მერედა, განა ყველა სასტიკი რევოლუცია არ იყო განპირობებული სამართლიანობის აღდგენის სურვილით? ნაწილობრივ, მაგიტომაც ხომ მიმდიანრეობს ეს ჩვენი პერმანენტული პრევენციული ხასიათის საუბრები, რომ ავცდეთ პროცესების რადიკალიზაცის. 90-იანი წლების მიტაცებები, პრივატიზაციის, ხაზინის ქურდობის შედეგები აღარ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას-მეთქი. მაგრამ, ამავე დროს უნდა ამოქმედდეს ისეთი მექანიზმები, რომ ქართულ სახელწიფოზე მოპარული ფული, არა მხოლოდ მფლობელის და მისი ამალის, – დიდწილად ნეოლიბერალური მიმართულების უნიჭო პოეტების, „პაპსას“ და მწერლების ტინგიცობას ხმარდებოდეს, არამედ ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებას. ვალებს გადახდა უნდა და ამათ, ქართველი ხალხის ვალი აქვთ – რა სადღეგრძელოებს და ზღაპრებს სამშობლოს სიყვარულზე, არ უნდა გვიყვებდნენ დღეს ტელეეკრანებიდან ეს ახალი დროის ანტიგმირები. ამ შემთხვევაში ნეტარი ავგუსტინესთან აბსოლუტურ თანხვედრაში ვარ და ვიზიერბ მის მიდგომასაც – „იქ, სადაც არაა სამართლიანობა, არ არსებობს სახელმწიფოც“.
–იმ ტიპის ეკონომიკურ ელიტაზე რაც ჩვენ გვყავს, ამის თქმა იგივეა, რომ დალტონიკს ფერზე ესაუბრო; მაგრამ, მაგათ შორისაც ხომ არის ბევრი ისეთი მამულიშვილი, ვისაც სინდისი ღრნის და მაგალითად, ეკლესიებს აშენებს. ანდა, პოლიტიკასთან რომ არანაირ კავშირი არაა, გულწრფელი საქველმოქმედო საქმიანობითაა დაკავებული.
არიან და მეტიც; კაცმა არ დაიკვეხნოს, დღეს თავს რომ პატიოსნებაზე დებს, თუ როგორ მოიქცეოდა ის 90-იანებში, სახელმწიფოს ძარცვისთვის რომ „საჭირო ადგილზე აღმოჩენილიყო“. სართოდ, გულწრფელად მორწმუნე, მაღალზნეობრივი და ღრმა ჰუმანიტარული ცოდნის მქონე ერთეულების გარდა, ადამიანი ბიოლოგიურად ისეა მოწყობილი, თუ მიეცა შესაძლებლობა მოიპარავს. ამიტომაცაა, ესოდენ მნიშვნელოვანი ღია საზოგადეობა, მერიტოკრატია და საჯარო დისკუსიები ტაბუებს მიღმა. შეკავების და გაწონასწორების პრინციპის არსებობა – დამოუკიდებელი შტოები, ძლიერი ძალოვნები, რაც უბრალოდ არ იყო იმ დროს. შემაკავებელ ფაქტორად, ასევე ეროვნული იდეოლოგია წარმოგვიდგება, მაგრამ იმ მომენტისათვის ესეც არ იყო. თუ რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად ეროვნულ იდეოლოგიად არ ჩავთვლით ისეთ კვაზიეროვნულ მიმართულებას, როგორიც „ზვიადიზმი“ იყო. ის ნეოლიბერალური იდეოლოგია კი, რაც საბოლოო ჯამში გაბატონდა ჩვენში სოციალისტურის ნაცვლად, შორს იდგა კლასიკური ლიბერალური თეორიისგან. ისევე, როგორც მაგალითად პოლ პოტის სამხედრო კომინისტური კამბოჯა, გვიანი სოციალისტური საბჭოეთის ბრეჟნევისეული ვერსიისგან.
–უფრო რთულად გვაქვს საქმე, როდესაც ქართულ ელიტების გენეზისის საკითხს ვეხებით უახლესი ისტორიიდან, არა?
აბსოლუტურად გეთანმხები; სამაგალითოდ აღიქმება მხოლოდ ილია ჭავჭავაძე და მისი გარემოცვა. იმ დროინდელ საქართველოში ილია მართალის ვიწრო წრე, უპირისპირდებოდა სოციალ-დემოკრატებს და აშკარა უმცირესობაში იმყოფებოდა. სასწორის ერთ პინაზე, ილიას მხარეს, იყო ეროვნულობა, წესიერება და კეთილშობილება, „მენშევიკების“ სახით მეორე პინაზე კი, კლასობრივი მიდგომა და ტერორი. ბოლო-ბოლო, რაოდენობამ მაინც გადაწონა ხარისხი და მივიღეთ საბოლოოდ ე.წ. „მენშევიკური“ ელიტა. რომელსაც ეროვნული იდენტიფიკაციის პრობლემები ჰქონდა და საუკეთესო შემთხვევაში, არაკომპეტენტურობასთან, უუნარობასა და ვიწრო დოქტრინორობასთანაა დაკავშირებული პირადად ჩემთვის. ვინმეს, თუ კიდევ მაგ ხალხზე ილუზიები აწუხებს, ვურჩევდი გადაეხედათ ისეთ გამოჩენილ გენერლების მოგონებებზე, როგორებიცაა მაზნიაშვილი და კვინიტაზე. მათ მემუარებში ნათლად სჩანს, თუ რა უუნარო და ახლომხედველი ელიტა ჰყავდა ქვეყანას იმ საბედისწერო პერიოდში.
-რაც შეეხება მერინდელ ე.წ. „წითელ“ ელიტებს – სტალინურ კადრებს მაგალითად; ვგონებ, წესიერების თვალსაზრისით მაინც პირველ ადგილს ინარჩუნებს ხალხის თვალში. მის პერიოდში აღმოცნებული ეკონომიკური ელიტაც ყველაზე შრომისმოყვარე, საზოგადოების ინტერესებზე მზრუნველი და კანონმორჩილი მოსჩანს დღეის გადასახედიდან?
ამავე დროს, ყველაზე დაუნდობელი ქვეშევრდომების მიმართ! თუმცაღა, დღევანდელი მორალური სიმაღლეებიდან, მათი საქმიანობის შეფასება ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს.
მაშინ ხომ, დროც სასტიკი იყო და ადამიანის სიცოცხლე საერთოდ კაპიკები ღირდა. სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ბნელოდა – გერმანიაში ფაშიზმი მძვინვარებდა, შტატებში სეგრეციული კანონები მოქმედებდა, ინგლისი კოლონიზლიზმის ფორპოსტად გვევლინებოდა და ჰოლანდიის დარი მმართველობა როგორღა იქნეობოდა ცალკე აღებულ სსრ-კაში. სიტყვაზე, ადეკვატური ადამიანი ნეიტრალური უნდა რჩებოდეს ისტორიის მიმართ ნებისმიერ შემთხვევაში; გინდ ეს რუსეთთან, თურქთან ან სპარსეთთან ურთიერთობებს ეხებოდეს. სარკეს არ უბრაზდებიან, არამედ ყურადღებით იყურებიან მასში და სწავლობენ დეტალებს, აანალიზებენ ტრენდებს, მოდელირებას ეწევიან ხვალინდელი დღის, ეკითხებიან aletr-egos ბოლო-ბოლო, თუ რაა გამოსასწორებელი. და წარმოიდგინეთ, მიღებულ რჩევებსაც კი კრიტიკულად უდგებიან, საცერში ატარებენ და საუკეთესო ვარიანტს იტოვებენ. ასე ხდება რთული საკითხებისთვის მოპოვებული ინფორმაციის კრისტალიზაცია, ყოველ შემთხვევაში წარჩინებულ საზოგადოებებში. ჩვენთან კი როგორაა, გორელი სტალინისტი ყელს გამოგჭრის, თუ რამე ზედმეტი წამოგცდა მისი კერპის მიმართ / ნეოლიბერალი „დაგახეიტერებს“, თუ გინების გარეშე მიუდექი XX საუკუნის ერთ-ერთ შემოქმედს და ა.შ. განვაზოგადოდ ახლა ეს ეპიზოდი, და ყველა იმ დიდ ისტორიულ პერსონაჟს შეეხება არაჯანსაღი რეფლექსიის თვალსაზრისით, ვისაც კი ოდნავ მაინც ჰქონდა შეეხება საქართველოსთან. მიმყავს იქით, რომ ფუნდამენტურ დონეებზეა აქ პრობლემა. რომ დემითოლოგიზაციაა საჭირო წარსულის, რათა აწმყო უკეთ აღვიქვათ და ჯანსაღი მომავლის ფორმირება შევძლოთ, – ეს ე.წ. ელიტების გაშიშვლებასაც ეხება სხვათა შორის. სხვაგვარად ვიტრიალებთ რა მითოლოგიაში და ზოგი ერთს დაგვიწუნებს, ზოგიც მეორეს, და განა ფაქტებით – საკუთარ მითოლოგიაზე დაყრდნობით. მოკლედ, შეჯამებისას უნდა ვთქვა პირდაპირ; ილიას წრის გარდა, მეოცე საუკუნის დასაწყიდან ბოლო პერიოდამდე, ელიტების გარკვეულ ნაირსახეობას ახასიათებდა და წარმართავდა დევიანტური ქცევის ფორმები. რაც მყისვე ისახებოდა საშუალო სტატისტიკური ქართველის ქცევის მოდელზეც. მასობრივ ქართველზე-მეთქი, რომელიც ასეთი ელიტების და შესაბამისად, აღრეული ორიენტირების პირობებში, ვეღარ არკვევდა სწორ გზას და რითიც, არაერთხელ ისარგებლა სხვა ქვეყნებმა.
ესაუბრა ჯემალ მეგრელიძე