უკრაინაში საომრად “ნაციონალების” წაყვანილია, თუ სხვა პარტიის, ან უპარტიოა, ყველას ვენაცვალე, ყოველ წამს სიკვდილს უყურებენ თვალებში. მე ვუხდი მათ ბოდიშს ჩვენი პრემიერ-მინისტრის სიტყვებისთვის – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
“უკიდურესი ნაძირალაა ყველა, ვინც იძახის იმ ბიჭებზე, რომ უკრაინაში საომრად ფულის გულისთვის მიდიანო. თხილის საკრეფად არიან ჩასული? ტრაილერის მძღოლები არიან? სიკვდილს უყურებენ თვალებში. ფული რომც აიღონ ალალი და უსაყვედურო იყოს მაგათზე, იმიტომ რომ იქ ხან გაჭმევენ უკრაინელები და ხან ვერ გაჭმევენ. მათ თავისი გასჭირვებიათ, ხანდახან თავიანთი სამყოფი არ აქვთ. ზოგჯერ ნახევრად მშივრები ვიყავით და საქართველოდან წაღებული ფულით რაღაცას ვყიდულობდით. მილიონებს იღებს იქ ვინმე, თუ იღებს?! ასე რომ “ნაციონალების” წაყვანილია, თუ სხვა პარტიის წაყვანილია, თუ უპარტიოა, ყველას ვენაცვალე, ვინც იქ არის. მე ვუხდი მათ ბოდიშს ჩვენი პრემიერ-მინისტრის სიტყვებისთვის”- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.