მედიის ინფორმაციით, ირანში მორალის პოლიცია გაუქმდა.
მედიის ინფორმაციით, ირანმა მორალის პოლიცია გააუქმა. როგორც ცნობილია, ორ თვეზე მეტია, რაც ქვეყანაში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლები მიმდინარეობს.
– „მორალის პოლიციას არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემასთან” – განაცხადა ირანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამედ ჯაფარ მონთაზერმა.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ცნობილი არაა, გაუქმდა თუ არა მორალის პოლიცია განუსაზღვრელი ვადით.
წყარო: newposts.ge