რუსეთმა შავი ზღვის ფლოტიდან უყრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა.
ინფორმაციას უყრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისმის განგაშის სიგნალი და აფეთქებების ხმა.
აფეთქებები გაისმა დონეცკის, პოლტავის, ხარკოვის, ოდესისა და მიკოლაევის ოლქებში, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები ამოქმედდა კიროვოგრადის, ჩერკასის, ზაპოროჟიესა და კიევის ოლქებში.
„უკრენერგოს“ ცნობით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო, ავარიული გათიშვები ფიქსირდება ოდესაში, სადაც სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზიანდა წყალმომარაგების ქსელიც და ქალაქი დენისა და სასმელი წყლის გარეშე დარჩა. ამასთან, დაშავდა ერთი ადამიანი. ელექტროენერგია არ მიეწოდება მიკოლევსაც, კიევის მოსახლეობა კი თავს მეტროსადგურებს აფარებს.