მედიის ცნობით, თურქებმა სირიის ჩრდილოეთში 18 ტერორისტი დააკავეს

მედიის ცნობით, თურქებმა სირიის ჩრდილოეთში 18 ტერორისტი დააკავეს.

თურქული მედიის ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთში თურქმა სამართალდამცველებმა 18 ტერორისტი დააკავეს. დაკავებულთაგან 13 ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრია, მათ შორის “ისლამური სახელმწიფოს” ფინანსურ ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირიც არის.

მედიის ინფორმაციით, დაკავებულები ამზადებდნენ თავდასხმებს, აგროვებდნენ სადაზვერვო ინფორმაციას და ცდილობდნენ საზოგადოების გადაბირებას.

წყარო: ptn.ge