სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

წყარო: 1tv.ge