ამერიკაში, ნიუ-იორკში, ბრუკლინში მკვლელობა მოხდა. საქართველოს მოქალაქე, 45 წლამდე მამაკაცია მოკლულია, 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე კი დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ბანკომატიდან ფული გამოიტანეს. მამაკაცებს აედევნა დაახლოებით სამი მამაკაცი (როგორც ყვებიან, ისინიც ქართველები არიან), მათ ფულის წართმევა მოინდომეს, მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. თავდამსხმელებმა იარაღი ისროლეს.
45 წლამდე მამაკაცს მუცელში ორი ტყვია მოხვდა. კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.
წყარო : „ტვ პირველი“