თუკი თქვენ ზრუნავთ მშვიდობისთვის, თუკი ხართ თქვენი ქვეყნისა და ერის პატრიოტი, გთხოვთ, გფადაუგზავნოთ ეს გზავნილი ყველა თქვენს ნაცნობს, მსოფლიოს ყველა წერტილში. მადლობას მოგახსენებთ და დამდეგ შობას გილოცავთ.
კეთილო უკრაინელებო, განსაკუთრებით თქვენ მოგმართავთ – ომის ლტოლვილებო!
ის ფაქტი, რომ დღეს თქვენ აქ, ესტონეთში ბრძანდებით, ცხადჰყოფს, რომ თქვენი სახლი დაკარგეთ სულელური პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო. ამავე მიზეზით გავიდა მილიონობით თქვენი თანამემამულე ევროპის სხვა ქვეყნებში. ამავე მიზეზით დღეს-ხვალ დატოვებს უკრაინას კიდევ მილიონობით ადამიანი.
თქვენ სწირავთ მათ სიცივისთვის, შიმშილისთვის, გამოუვალი ვითარებისთვის, ტოვებთ მათ ერთი ერთზე საკუთარ უიმედობასთან. ეს იმიტომ, რომ არც ერთ თქვენგანს არ სურს საკუთარი შეცდომების, პირადი გულგრილობის, სიმხდალის აღიარება.
რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლე, პირველ ყოვლისა, თქვენ თავთან უნდა აღიაროთ, რომ არა რუსეთი ანგრევს უკრაინას, არამედ მაიდანზე აყვირებული სიცრუე, დონბასში რვა წლის მანძილზე დახოცილთა სულები, რომლებიც დღეს სთხოვენ უკრაინის შვილებს, დაუბრუნონ მათ „კარმული“ ვალი…
ახლა კი, თქვენი თანამემამულეების მარგინალური რაოდენობა, ჩვენს პოლიტიკოსებთან ერთად, ცდილობს, რუსეთის საწინააღმდეგოდ გახსნას ესტონეთში მორალურ-პოლიტიკური, ეგრეთ წოდებული მეორე ფრონტი. ცოტაც და, უკვე შესაძლებელი იქნება ომის ფიზიკური ატმოსფეროს შეგრძნობა. ნუთუ გსურთ, თქვენს ქვეყანაში განვითარებული სცენარი აქ, ესტონეთშიც განვითარდეს?!
ბევრი თქვენგანი თავის ახალ სახლს პოულობს ესტონეთში. განა გსურთ, რომ აქაც მოვიდეს ომი, ჩვენი ქალაქების ქუჩებში? მერე სადღა უნდა გაიქცეთ?
მაგრამ მე, როგორც ესტონეთის ყველა ხალხის წარმომადგენელი, აივო პეტერსონი, ვეუბნები თქვენს პრეზიდენტს – ბატონ ზელენსკის, რომ ესტონელი ხალხი იზრუნებს და გაითავისებს უკრაინის ტრაგედიას, მაგრამ იგი არასოდეს შეიყვარებს უკრაინის პოლიტიკურ ელიტას. თქვენ დროებით კავშირში იმყოფებით ჩვენს პოლიტიკურ ელიტასთან, მაგრამ არ გაგაჩნიათ ესტონეთის რესპუბლიკის ხალხის ფართო მხარდაჭერა. თქვენ უბრალოდ არ არსებობთ ესტონეთის ხალხისათვის!
თქვენი მეგობარი, თქვენი სულიერი ტკივილის გამზიარებელი –
აივო პეტერსონი
(საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის „ერთად“ – დამფუძნებელი და თავმჯდომარე)
იხ. ვიდეო და ტექსტი რუსულ ენაზე: facebook